სამუშაოების ეფექტიანად წარმართვის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ეკონომიკურ განვითარებას შორის საუკეთესო ბალანსის დამყარებით, ყოველდღიურად ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება ოპერირების ყველა ასპექტში. გარემოს დაცვითი რისკების მუდმივი იდენტიფიცირებისა და შეფასების გზით, ვგეგმავთ და ვახორციელებთ არაერთ პროექტს, რაც გვეხმარება ეტაპობრივად შევამციროთ საწარმოო პროცესების ზემოქმედება.Ჩვენი მიზანია აღვადგინოთ და პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნოთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად დარღვეული ტერიტორიები, გადავჭრათ მდინარე ყვირილას დაბინძურების პრობლემა და აღმოვფხვრათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჰაერის დაბინძურების საკითხი.
დამტვერიანების თავიდან ასაცილებლად განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავიია სპეციალური ტექნიკის სამრეცხაოების მოწყობის საკითხი. ჭიათურის რაიონში კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვა-გასუფთავების მიზნით სპეციალური სამრეცხაოები დავამონტაჟეთ. კერძოდ, 12 ადგილას გამართულად მუშაობს სპეცტექნიკის ავტომატური სამრეცხაო, რის შედეგადაც გრუნტიდან ასფალტირებულ გზაზე გადასული ყველა სპეცტექნიკა არის გასუფთავებული. შედეგად, აღარ ბინძურდება ასფალტირებული გზის საფარი.