ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
ქარხნის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები №1 საამქროში პროდუქციის დამზადების პროცესს დაესწრნენ.
ქიმიურ და ეკოლოგიურ ლაბორატორიებში კი, წამყვანი სპეციალისტებისგან მოისმინეს და განმარტებები მიიღეს წარმოებული პროდუქციის შემადგენლობისა და ჰაერის მონიტორინგის მონაცემების შესახებ.
მონიტორინგის შედეგებმა ექსპერიმენტის მონაწილე მოსწავლეებს საშუალება მისცა თავად დარწმუნებულიყვნენ ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესების უვნებლობაზე.
საინფორმაციო ტურებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პერმანენტული ხასიათი აქვს. ქარხნის ტერიტორიისა და საწარმოოს პროცესის გაცნობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: office@gm.ge