ზესტაფონში, კლინიკა ფერომედში სამშობიარო სახლი გაიხსნა, რომელიც სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მათ შორის მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკური დანადგარებით.
სამეანო და გინეკოლოგიური განყოფილებები პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურებიან. ვიზიტორების საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს.
სამშობიარო სახლს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კოტე ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს.
ფერომედი ჯორჯიან მანგანეზის მმართველობაში შემავალი კლინიკაა, რომელიც კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისის მოსახლეობასა და მიმდებარე რაიონებიდან შემოსულ პაციენტებს ემსახურება.