...

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსის ისტორია

ჭიათურის, როგორც ქალაქის წარმოშობა და შემდგომი ზრდა მდინარე ყვირილის ხეობაში მადნის არსებობამ განაპირობა.
მადნის მოპოვება 1879 წელს აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო, როდესაც ჭიათურაში ჩამოვიდნენ კრუპის ქარხნის, აგრეთვე ვესტფალიაში რკინის მაღაროების Gute Hoffnung-ისა და პეტერბურგის სავაჭრო სახლის „ვახტერისა და კომპანიის” წარმომადგენლები და იმავე წელს ამოიღეს 54 ათასი ფუთი მანგანუმი. მანგანუმის დამუშავებაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მეწარმეებიც.

მანგანუმს მოიპოვებდნენ ძირითადად შორაპნის მაზრაში მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე. ცენტრი იყო სოფელი ჭიათურა. მთლიანად, მანგანუმის მოპოვების აუზი, გარდა ჭიათურისა, კიდევ რვა სოფლისაგან შედგებოდა: რგანი, თაბაჩები, მღვიმევი, დარკვეთი, პერევისი, შუქრუთი და ითხვისი.

54 ტონა ჭიათურული მანგანუმი, რომელიც პირველად გაიტანეს მსოფლიო ბაზარზე, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და შესაბამისად, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

1895 წლისათვის, რკინიგზამ ჭიათურა შორაპნის სადგურთან დააკავშირა. იმ დროისათვის ჭიათურის მაღაროები უკვე ათასობით ადამიანს ასაქმებდა და მსოფლიო მანგანუმის მოთხოვნილებას 50%-მდე უზრუნველყოფდა.

1925-1928 წლებში მანგანეზის მოპოვების უფლება მიენიჭა სააქციო საზოგადოება “ჯორჯიან მანგანიზს” (იგი ამჟამინდელ კომპანიასთან არ არის კავშირში), რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი მრეწველი უილიამ ავეროლ ჰარიმანი (Averell Harriman).

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ისტორია

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა – ჭიათურის მანგანუმის საბადოსთან მეზობლობამ და მაგისტრალურ გზებთან და პორტებთან სიახლოვემ განაპირობა.
ქარხნის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო, ხოლო პირველი ჩამოსხმის დღე არის 1933 წლის 30 ოქტომბერი, რომელიც ოფიციალურად მიჩნეულია ქარხნის ამუშავების დღედ.

1937 წლის ბოლოს ქარხანამ აწარმოა ფეროშენადნობების 11 ნაირსახეობა და ამის შემდეგ ფერომანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა ქარხნად გარდაიქმნა.
წლების განმავლობაში ზესტაფონის ქარხანამ გააფართოვა საქმიანობა და წარმოების შესაძლებლობები, რათა მაღალხარისხიანი ფეროშენადნობის წარმოების საერთაშორისო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. საწარმოში მუშაობს 12 ელექტროთაღიანი ღუმელი, მაღალი დონის ჰაერის გასაფილტრი დანადგარით, სააგლომერაციო ქარხანა და მანგანუმის ბრიკეტების განახლებული საამქრო.


ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის ისტორია​

ვარციხეჰესი დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია განახლებადი ენერგიის ათვისება და მისი ეფექტურად გამოყენება, რასაც ჯორჯიან მანგანეზი ვარციხეჰესთან ერთად ახორციელებს.

ვარციხეჰესი, რომელიც სრულად განახლებადი ჰიდროელექტრო სადგურია, გვსურს განვავითაროთ მდგრადი, საიმედო, ეკონომიკური და ეფექტური სადგური, რომელიც  უზრუნველყოფს მდგრად გამომუშავებას, მიწოდების უსაფრთხოებას და ხარისხიან ელექტროენერგიას. 

ვარციხეჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიით კომპანია მადნის მოპოვებასა და პროდუქციის წარმოებას ახდენს. შპს “ვარციხე 2005” საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც იმერეთის რეგიონში, ჭიათურასა და ზესტაფონთან ახლოს, ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს იქ, სადაც მდინარეები რიონი, ყვირილა, ხანისწყალი, წაბლარისწყალი და წყალწითელა მიედინება. ვარციხეჰესების კასკადის პირველი საფეხური გაეშვა 1975 წელს, ხოლო სრულად ექსპლუატაციაში შევიდა 1988 წელს.

ვარციხეჰესების კასკადი წარდმოადგენს ოთხი იდენტური ჰიდროალექტროსადგურის კასკადს საერთო დადგმული სიმძლავრით 184 მვტ (საპროექტო წლიური გამომუშავებით – 1,0 მილიარდი კვტ.სთ). თითოეული სადგურის სიმძლავრე არის 46 მვტ. ბოლო წლების განმავლობაში,  ვარციხეჰესზე განხორცილდა არაერთი სამუშაო, რომელიც მიართულია კასკადის სიმძლავრის გაზრდისკენ და მოწყობილობების განახლებისაკენ, როგორიცაა ჰიდროგენერატორების რეკონსტრუქციები, ელ.ძალოვანი მოწყობილობებისა და ჰიდრონაგებობების შეკეთება, ასევე გადამცემი ხაზების რეკონსტრუქცია. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იზრდება, როგორც მოწყობილობების საიმედოობა, ასევე ელექტროენერგიის გამომუშავებაც.