ჭიათურაში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი მიმდინარეობს. მდინარე ყვირილა ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამისგან იწმინდება.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, მდინარის კალაპოტიდან დაახლოებით 60 000 მ³ შლამია ამოღებული, რომელიც სპეციალურ, დაცულ ტერიტორიაზე დასაწყობდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარიდან ამოღებული შლამები პროექტის დასრულებამდე, შესაბამისი წესის დაცვით შეინახება. სამომავლოდ კი მისი გამოყენება რეკურტივირებულ ტერიტორიებზე, ნიადაგის გასამდიდრებლად იქნება შესაძლებელი.
სამუშაოების მიმდინარეობისას კალაპოტიდან ამოღებული შლამების გადაზიდვასთან დაკავშირებული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა ჭიათურა სერვისის დასუფთავების სამსახური.
მდინარის შლამებისაგან გაწმენდის პროექტი მაღალკვალიფიციურმა, უცხოელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს, რომელსაც მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დახმარებით ვახორციელებთ.
სამუშაოების მეორე, ფინალური ეტაპი ზაფხულში დაიწყება.
პროექტი სახელმწიფოს სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, ჯორჯიან მანგანეზის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.