მრავალპროფილური კლინკა „ფერომედში“ სამეანო დეპარტამენტი გაიხსნა.
სამეანო განყოფილებაში განთავსებულია 10 საწოლი, რომელიც მოემსახურება როგორც “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებს, ასევე ზესტაფონის, ჭიათურის, ბაღდათისა და თერჯოლის მცხოვრებლებს.
პოლიკლინიკაში უკვე არსებობს როგორც სტაციონარი, ასევე ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, თერაპიული, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური მიმართულებები, გადაუდებელი მომსახურების ცენტრი და რეანიმაცია.
ფერომედი ყოველწლიურად საშუალოდ იღებს 17,000 მოქალაქეს, საიდანაც 7-8% “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელია; ხოლო პოლიკლინიკა ემსახურება ყოველწლიურად საშუალოდ 20,000 მოქალაქეს, რომელთა 60% საც კომპანიის თანამშრომლები შეადგენენ, 40% – კი ქალაქის მცხოვრებლები.
ფერომედში დასაქმებულია 73 ექიმი და 57 ექთანი.