...

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 101 წლის გახდა

“მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და “მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ ტიტულის მფლობელი, მეცნიერი ელენე აბაშიძე 101 წლის გახდა.

“მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და “მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ ტიტულის მფლობელი, მეცნიერი ელენე აბაშიძე 101 წლის გახდა.

ელენე აბაშიძე 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში დაიბადა. მისი ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა. 14 წლის ასაკში უმამოდ დარჩენილმა დედასთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობა აუკრძალეს, განათლების მიღება და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეძლო. პერევისის სკოლაში მასწავლებლობასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მშვიდ, მაღალანაზღაურებად სამსახურს ექსპედიციებში სიარული არჩია და გადაწყვიტა ცხოვრება მეცნიერებისთვის მიეძღვნა.

1998 და 2003 წლებში, აშშ-ს ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა მას “წლის ქალბატონის” წოდება მიანიჭა.

ქალი, რომელიც მსოფლიომ არაერთხელ აღიარა, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე 540 სამეცნიერო ნაშრომის, 13200 ექსპერიმენტის და 2 მონოგრაფიის ავტორია.

“ჯორჯიან მანგანეზი” ელენე აბაშიძის მეცნიერული მიღწევების მხარდამჭერია. Კომპანია მას ყოველთვიურად 1000 ლარით ეხმარება.

გაზიარება: