ჭიათურის მაღაროებში მოპოვების სამუშაოების გამარტივებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვის მიზნით კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგა.
ჯორჯიან მანგანეზმა შეიძინა შვედური წარმოების დისტანციური მანქანა-რობოტი Brokk 170, რომელიც გვირაბებში და შახტებში ნგრევის სამუშაოებისთვის გამოიყენება. დისტანციური მართვის რეჟიმი მაღაროში დასაქმებულებს სამუშაოს გამარტივების შესაძლებლობას იძლევა.
Მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა კომპანიამ თანამშრომლების გადამზადებით დაიწყო. გადამზადების ფარგლებში მანქანა-რობოტის ოპერატორებმა გაიარეს სწავლების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი.
თეორიული სწავლების ფარგლებში, სპეციალურად მოწვეული სპეციალისტის დახმარებით, ოპერატორებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ტექნიკის ფიზიკური მახასიათებლების, Brokk-ის მართვისა და მისი გამოყენებით მუშაობის სპეციფიკის შესახებ. Თეორიული სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნა კი პრაქტიკული სწავლების რეჟიმში გამოსცადეს. Სწავლების შედეგად, ყველა ოპერატორი დამოუკიდებლად მუშაობს Brokk 170-ის საშუალებით.
ჭიათურის საწარმოებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ამარტივებს მოპოვებით სამუშაოებს და ამცირებს მადნის მოპოვების თვითღირებულებას.