...

ჭიათურის
მულტიფუნქციური ცენტრი

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე
მულტიჭიათურას სოციალურ ქსელებს

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე
მულტიჭიათურას სოციალურ ქსელებს


რეგიონისთვის, რომელშიც ვოპერირებთ ახალი, თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესაქმნელად ჩამოვაყალიბეთ ყველაზე ცნობისმოყვარე, დაუღალავი, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმა. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი საგანმანათლებლო ჰაბია, რომელიც ჭიათურელ და ზესტაფონელ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას სრულიად უფასოდ დაეუფლონ თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს.

მიზანი

მულტიფუნქციური ცენტრის მიზანია გაზარდოს არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე მათ აქტიურ ინტეგრაციას. ცენტრისთვის ძირითადი პრინციპია, რომ განათლება იყოს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, პროექტები სრულიად უფასოა ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის.

1568

კურსდამთავრებული

2132

პროექტის მონაწილე

74

დასაქმებულუი

სასწავლო პროგრამები

მულტიფუნქციური ცენტრი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ზრდასრულ ადამიანებს. გამომდინარე აქედან, მათთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამები მორგებულია სხვადასხვა ასაკსა და ინტერესებზე.Საგანმანათლებლო ჰაბში წარმოდგენილია ცხრა სხვადასხვა სასწავლო მიმართულება: ციფრული პროფესიების მიმართულება, სამოქალაქო განათლების მიმართულება, აგრარული პროფესიების მიმართულება, რობოტიკის მიმართულება, აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი, განახლებადი ენერგიის სფეროს სპეციალისტთა მიმართულება და ტურიზმის მიმართულება. განახლებადი ენერგიისა და ტურიზმის მიმართულებით, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.

პატენტი ტექნოლოგიებზე

ახალი ლაბორატორია

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ჩაერთო პროექტში, რომელიც განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარების მიზნით, USAID-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობით დაიწყო. 
Პროექტის ფარგლებში, ჭიათურაში, მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე გაიხსნება ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზის ფოტოელექტრული სისტემების ლაბორატორია. Შედეგად, აღნიშნული მიმართულების სტუდენტებს აღარ მოუწევთ კურსის პრაქტიკული ნაწილის სხვა ქალაქში გავლა, რაც პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს და რეგიონისთვის მორიგ შესანიშნავ შესაძლებლობას შექმნის.

ტურიზმი

ჭიათურის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს ტურიზმი. ტურიზმის მდგრადი განვითარება მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის მასშტაბს ამცირებს. Რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ამ სექტორისთვის საჭირო კადრების მოსამზადებლად, მულტიფუნქციური ცენტრი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.  ინგლისური ენის ცოდნა ერთ-ერთი მთავარი უნარია, რომელიც ტურიზმის სფეროში დასაქმებულს უნდა გააჩნდეს. ამ მიმართულების გასაძლიერებლად და ენობრივი ბარიერის დასაძლევად, მულტიფუნქციური ცენტრი ჭიათურის მუნიციპალიტეტში და მის სოფლებში, მოწვეული უცხოენოვანი მასწავლებლების დახმარებით, სასაუბრო ინგლისური ენის კურსს ახორციელებს. Მულტიფუნქციურ ცენტრში ხელმისაწვდომია სასტუმროს მენეჯმენტის ავტორიზებული პროგრამა, რომელიც იძლევა ყველა საჭირო ცოდნას, რაც ადამიანს საკუთარი სასასტუმრე ბიზნესის დაწყებაში ან უკვე არსებულის განსავითარებლად სჭირდება. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია ციფრული უნარების აუცილებლობაც და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სასტუმროს ციფრული მარკეტინგიც შეისწავლონ.