...

ბესიკ კირთაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ჯორჯიან მანგანეზის ახალდანიშნული სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდა.

ჯორჯიან მანგანეზის ახალდანიშნული სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა ეტაპობრივი და თანმიმდევრული ღონისძიებები უნდა გატარდეს მოპოვებითი სამუშაოე ბის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შესამცირებლად.

„მას შემდეგ, რაც კომპანიაში სახელმწიფოს სპეციალური მართვის რეჟიმი ამოქმედდა, ნამდვილად გვაქვს პროგრესი, თუმცა ამ პროგრესის პარალელურად გარემოს ნაწილში გამოიკვეთა გამოწვევები და ახალი გეგმაც, სწორედ ამ გამოწვევების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა და GM-ის გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალი გამოწვევები ეტაპობრივად დავძლიოთ”, – განაცხადა ბესიკ კირთაძემ.

„ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით გამოსწორდეს დღეს არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, კომპანიამ, სამთო მოპოვების პროცესის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამოქმედო ორწლიანი გეგმა სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს, სადაც ღონისძიებები და კონკრეტული ვადები იქნება გაწერილი. ეს არის ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ცხადია, ყველა საკითხის მოგვარება მოკლე დროში ვერ მოხერხდება, თუმცა სამინისტროს პოზიცია არის პრინციპული, რომ გარკვეული კრიტიკული საკითხები დროულად გადაწყდეს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

2-წლიანი სამოქმედო გეგმის ვადები, რომლითაც ჯორჯიან მანგანეზი გარემოსდაცვითი გამოწვევების დასაძლევად იმოქმედებს, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.

გაზიარება: