მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე
იმერეთი აგროს სოციალურ ქსელებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისება, მათი ეფექტური გამოყენება და ამ მიმართულებით ადგილობრივი თემის წახალისება ჩვენი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. Სწორედ ამიტომ შევქმენით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე ორიენტირებული, იმერეთი აგრო.იმერეთი აგრო უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი აგრო მეურნეობა და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორია.
კურსდამთავრებული
პროექტის მონაწილე
დასაქმებულუი
ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებისა და საქმიანობაში ჩართვის მიზნით, იმერეთი აგროს გუნდი მუდმივ რეჟიმში სტუმრობს მუნიციპალიტეტის სოფლებს, მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობის გზით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ყველა კატეგორიის ბენეფიცისთვისაა გათვალისწინებული.Სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, საკუთარი მეურნეობის დაწყებამდე საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკული სწავლება იმერეთი აგროს სადემონსტრაციო ბაღებში, რომელიც პროექტის ბენეფიციარების მეურნეობებშია მოწყობილი. დანერგე მომავალი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა, რეგიონში კიდევ უფრო პოპულარული გახდა. Ბენეფიტები, რომელსაც იმერეთი აგრო პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანა აძლევს საშუაებას გააშენოს მრავალწლიანი ნარგავების ბაღი.
იმერეთი აგრო გახდა აგროტურისტული ფესტივალის თანაორგანიზატორი, რომელმაც დასახულ მიზანს მიაღწია. ადგილობრივი აგროპროდუქციის პრეზენტაციითა და პოპულარიზაციით, ჭიათურამ დამატებითი ტურისტული მნიშვნელობა შეიძინა. ფესტივალი მონაწილე აგრომეურნეობების მფლობელებს მათი საქმიანობის პოპულარიზაციის შესაძლებლობას აძლევს.
საკუთარი სოფლისადმი უდიდესი სიყვარულით, ადგილობრივების დასაქმების სურვილით და უდიდესი მონდომებით წახალისებულმა ჭიათურელმა მეწარმემ ჩაის პლანტაცია 22 ჰექტარზე გააშენა და ჩაის რამდენიმე სახეობა მოჰყავს. იმერეთი აგროს ხელშეწყობით განხორციელდა “თიამოს” რებრენდინგი, გაუმჯობესდა წარმოების ხარისხი და ქართული ჩაი ჭიათურიდან ევროპულ ბაზარზე გავიდა.
იმერეთი აგრო მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობასა და ახალი საწარმოების შექმნით გზით მათი თვითდასაქმების შესაძლებლობას. პროგრამის მიზანია, მათი სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნელად, ერთობლივი ან ინდივიდუალური აგრომეურნეობის წამოწყებისა და მათი გაფართოებისთვის შეიქმნა იმერეთი აგრომ შექმა კლუბი. აგრომეურნეობით დაინტერესებულ ქალებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საჭირო ინფორმაცია და აგრორჩევები.