ზესტაფონელი ტატო შარიქაძე ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს 2023 წლის ჩემპიონია!
17 წლის სპორტსმენმა ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ქვეყნის ჩემპიონატზე გამარჯვება უკვე მეხუთედ მოიპოვა, რაც ზესტაფონისთვის ისტორიული შედეგია.
“ჯორჯიან მანგანეზისთვის” განსაკუთრებით სასიხარულოა ტატოს წარმატება, რადგან ის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროს მექურის იაკო შარიქაძის შვილია.
ტატომ საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე 5-ჯერ მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის მედალსაც დაეუფლა.
რეგიონებში სპორტისა და სპორტსმენების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ადგილობრივი სპორტსმენების გვერდით დგას და მომავალშიც გააგრძელებს კრივის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობების დაფინანსებას.