...

მეწარმეთა
ფასილიტაციის პროგრამა

რეგიონში მოქმედი მეწარმეების განვითარებისა და ახალი ბიზნესიდეების სამომავლო განვითარების მიზნით, სიროლის ინსტიტუტთან (Siroll Institute) თანამშრომლობით, ჭიათურაში, მეწარმეთა ფასილიტაციის პროგრამა მოქმედებს. ჯორჯიან მანგანეზი ხელს უწყობს საწარმოო ფასილიტატორის პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი ბიზნესის ტექნიკურ და ფინანსურ მხადაჭერას, რაც საბოლოოდ რეგიონში სოციალურ კეთილდღეობას და მდგრად ეკონომიკას განავითარებს.

სიროლის ინსტიტუტი 1985 წელს დაარსდა, რომელიც არის სოციალური საწარმო და ასწავლის საჯარო უწყებებს და საზოგადოებრივ ლიდერებს, როგორ აღმოაჩინონ საზოგადოების სურვილები და განავითარონ ისინი მოქმედ და წარმატებულ ბიზნესებად, ადგილობრივი მოსახლეობის ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით.

45 წლიანი გამოცდილება კერამიკის წარმოებაში

მეწარმეთა ფასილიტაციის ფარგლებში, ჯორჯიან მანგანეზი არაერთ ჭიათურელს დაეხმარა სამოყვარულო საქმის ბიზნესად ქცევაში, შესაბამისი საქმიანობისათვის აუცილებელი კავშირების გაფართოებაში, რესურსების მოძიებასა და მათ ხელთ არსებული სერვისის რეალიზებაში.
მეწარმემ, რომელსაც აქვს 45-წლიანი გამოცდილება კერამიკის წარმოებაში, ფასილიტაციის გუნდის მოწვევით მონაწილეობა მიიღო მრავალ ფესტივალში. ამ პროცესით მას ინტერესი გაუჩნდა საგრანტო კონკურსშიც ეცადა ბედი, მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და “აწარმოე საქართველოს” გრანტიც მოიგო. ჯორჯიან მანგანეზის გუნდი მას დაეხმარა საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში, ასევე საწარმოო ფართის მეპატრონესთან მოლაპარაკებაში, რათა იჯარის ხელშეკრულება გაეგრძელებინა.