ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის ისტორიულ მაღაროში, რომელიც წლების განმავლობაში დალუქული იყო, მუზეუმი მოეწყობა.
Მუზეუმ-მაღაროს მისი ისტორიული სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. Მიწის ქვეშ მოწყობილ საგამოფენო დარბაზებში, სადაც დამთვარიელებლები სპეციალური მატარებლით მოხვდებიან წარმოდგენილი იქნება მადნის მოპოვება-დამუშავების მეთოდები და ტექნოლოგიური განვითარების ეტაპები.
Მუზეუმ-მაღაროს პროექტი ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივით მომზადდა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა.
Შეთანხმებას მუზეუმ-მაღაროს მოწყობის თაობაზე ხელი კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მოაწერეს.