...

სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

სანდრო გეგეჭკორი, რომელსაც უკვე წლებია, რაც “ჯორჯიან მანგანეზი” მხარში უდგას, ნიუ-იორკის საშემსრულებლო ხელოვნების პრესტიჟულ სასწავლებელში - ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა.

სანდრო გეგეჭკორი, რომელსაც უკვე წლებია, რაც “ჯორჯიან მანგანეზი” მხარში უდგას, ნიუ-იორკის საშემსრულებლო ხელოვნების პრესტიჟულ სასწავლებელში – ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა.

“სანდრო გეგეჭკორი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა პიანისტია, რომელსაც მუდმივად მხარდაჭერას ვუცხადებთ, მათ შორის, როდესაც აქვს გასვლითი კონცერტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი კომპანიისთვის სანდრო განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან მისი ბავშვობა და კარიერაში პირველი ნაბიჯები, სწორედ რომ ქალაქ ჭიათურას უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ სანდროს წარმატებით და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანდრო ნამდვილად არ არის ერთადერთი ახალგაზრდა, რომელსაც ჩვენი კომპანია გვერდში უდგას. გვინდა სანდრო იყოს ახალგაზრდებისთვის ერთგვარი სტიმული წარმატების მიღწევის გზაზე. მომავალი თაობის მხარდაჭერა აუცილებელია, ეს არის ყველაზე სწორი და გამართლებული ინვესტიცია, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა”,- ნიკოლოზ ჩიქოვანი, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის’’ სპეციალური მმართველი.

კომპანია სანდრო გეგეჭკორისა და სხვა ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება: