...

ეკო ჭიათურა

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე
ეკო ჭიათურას სოციალურ ქსელებს

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე
ეკო ჭიათურას სოციალურ ქსელებს

ეკომეგობრული საქმიანობა

დაბინძურება გარემოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პრობლემის აქტუალურობა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც გამუდმებით იზრდება. ამ გამოწვევის საპასუხოდ შევქმენით ყველაზე ეკომეგობრული და მოხალისეობრივ საქმიანობაზე დაფუძნებული პლატფორმა ეკო ჭიათურა.პლატფორმის დანიშნულება ჭიათურის მასშტაბით დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავებაა. ამ მნიშვნელოვან საქმეში დახმარება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია – იქნება ეს ჭიათურის მაცხოვრებელი თუ სტუმარი.

1568

კურსდამთავრებული

2132

პროექტის მონაწილე

74

დასაქმებულუი

მიზანი

ეკო ჭიათურას მიზანი ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნება, დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზება და გარემოსდაცვითი მიმართულებებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაა.

პროექტები

ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მასშტაბით ეკო ჭიათურა უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს დასუფთავების სამუშაოებს, გამწვანების აქციებს, გზების მორეცხვა-გაწმენდას. Ნარჩენების მართვის მიზნით, ეკო ჭიათურას ინიციატივით, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომპლექსის ყველა მაღაროსა და ქარხანაში დაიდგა ნარჩენების დასახარისხებელი ურნები. ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რომელთან გამკლავებაზე ეკოჭიათურა ყოველდღიურად მუშაობს.მძიმე ტექნიკის გადაადგილებიდან გამომდინარე დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, ეკო ჭიათურას ინიციატივით, ჭიათურაში 13 ლოკაციაზე დამონტაჟდა მძიმე ტექნიკის სამრეცხაოები. Შედეგად, აღმოიფხვრა დამტვერიანების პრობლემა და აღარ ბინძურდება გზის სავალი ნაწილი, რაც თავის მხრივ ჰაერის ხარისხზე დადებითად აისახება.

ჭიათურის მუზეუმ-კორტი

კოჭიათურის განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მუზეუმკორტის პროექტი, რომელიც ისტორიულ ადგილას მოიწყო, სადაც 1892 წელს საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტი მდებარეობდა. საქართველოში ჩოგბურთის განვითარება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ინგლისური ფირმა Forward and Salinas-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მოსახლეობას ახალი თამაში გააცნო. მაშინ ინგლისელებმა ჭიათურაში ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი სწორედ ჭიათურაში გაეცნო ჩოგბურთს. ქართული საჩოგბურთო სკოლის განვითარება კი იან ჰომერის ინიციატივით დაიწყო. პირველი იყო ჭიათურა, შემდეგ თბილისი, ბათუმი და მოგვიანებით სხვა ქალაქები.