მსოფლიო ბანკის სამთო მოპოვების მიმართულების ჯგუფის წარმომადგენელს, რემი პელონს, გიორგი ტატიშვილი, “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი შეხვდა.
მხარეებმა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე სამთო მოპოვებისა და მეტალურგიის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
გამოხატეს დაინტერესება შეხვედრაზე გაჟღერებულ რამდენიმე მიმართულებაზე და მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
დაიგეგმა “ჯორჯიან მანგანეზისა” და მსოფლიო ბანკის სამთო მოპოვების მიმართულების ჯგუფის ერთობლივი საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბება, დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.