...

“ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება 1052-ლარით გაიზარდა

2023 წლის მარტის მონაცემებით “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულია 5915 თანამშრომელი, რომლებიც იმერეთის რეგიონის დასაქმებულების 6%-ს შეადგენენ.

2023 წლის მარტის მონაცემებით “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულია 5915 თანამშრომელი, რომლებიც იმერეთის რეგიონის დასაქმებულების 6%-ს შეადგენენ. კომპანიაში დასაქმებული ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულების 39%-ი, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 11%-ი

2017 წლიდან დღემდე დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა 692 თანამშრომლით. ამასთან ერთად, საშუალო ხელფასი 2017 წელს იყო 961.09 ლარი, რაც 2022 წლის მონაცემებით გაიზარდა 2013.29 ლარამდე, საშემოსავლო გადასახდების გათვალისწინებით.

ყოველწლიურად “ჯორჯიან მანგანეზი” წლის ბოლოს დადგენილი ინდექსაციის პროცენტის გათვალისწინებით, თანამშრომლებს უმატებს ხელფასს. 2017 წელიდან, 2023 წლის ჩათვლით, ინდექსაციის პროცენტის გათვალისწინებით, თანამშრომელებს ხელფასი მოემატათ 48%-ით.

გაზიარება: