ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივით, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, მთის მდინარეები თევზის ქვირითით შეივსო.
გარემოს დაცვის პირობების შესაბამისად, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მდინარეებში დაახლოებით 43 ათასი ცალი ნაკადულის კალმახის ქვირითი გაეშვა.
კომპანიამ თვალების სტადიაზე მყოფი ქვირითები ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საშენიდან შეისყიდა. ამ თანამედროვე მეთოდით ნაკადულის კალმახის ლიფსიტა საკუთარ გარემოში იბადება და ადვილად ეგუება საარსებო სივრცეს.
ნაკადულის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა და მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. ჯორჯიან მანგანეზი კი ხელს უწყობს აღნიშნული პოპულაციის ხელოვნურ გამრავლებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას