ვარციხეჰესი დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია განახლებადი ენერგიის ათვისება და მისი ეფექტურად გამოყენება, რასაც ჯორჯიან მანგანეზი ვარციხეჰესთან ერთად ახორციელებს.
ვარციხეჰესი, რომელიც სრულად განახლებადი ჰიდროელექტრო სადგურია, გვსურს განვავითაროთ მდგრადი, საიმედო, ეკონომიკური და ეფექტური სადგური, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად გამომუშავებას, მიწოდების უსაფრთხოებას და ხარისხიანელექტროენერგიას.
ვარციხეჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიით კომპანია მადნის მოპოვებასა და პროდუქციის წარმოებას ახდენს. შპს ვარციხე 2005 საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია,რომელიც იმერეთის რეგიონში, ჭიათურასა და ზესტაფონთან ახლოს, ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს იქ, სადაც მდინარეები რიონი, ყვირილა, ხანისწყალი, წაბლარისწყალი და წყალწითელა მიედინება. ვარციხეჰესების კასკადის პირველი საფეხური გაეშვა 1975 წელს, ხოლო სრულად ექსპლუატაციაში შევიდა 1988 წელს.
ვარციხეჰესების კასკადი წარდმოადგენს ოთხი იდენტური ჰიდროალექტროსადგურის კასკადს საერთო დადგმული სიმძლავრით 184 მვტ (საპროექტო წლიური გამომუშავებით – 1,0 მილიარდი კვტ.სთ). თითოეული სადგურის სიმძლავრე არის 46 მვტ. Ბოლო წლების განმავლობაში, ვარციხეჰესზე განხორცილდა არაერთი სამუშაო, რომელიც მიართულია კასკადის სიმძლავრის გაზრდისკენ და მოწყობილობების განახლებისაკენ, როგორიცაა ჰიდროგენერატორების რეკონსტრუქციები, ელ.ძალოვანი მოწყობილობებისა და ჰიდრონაგებობების შეკეთება, ასევე გადამცემი ხაზების რეკონსტრუქცია. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იზრდება, როგორც მოწყობილობების საიმედოობა, ასევე ელექტროენერგიის გამომუშავებაც.