STEM მიმართულებით ჩარიცხული სტუდენტები სიმბოლური ჯილდოებით დაჯილდოვდნენ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა შვილებს, რომლებმაც მიმდინარე წელს წარმატებით ჩააბარეს უნივერსიტეტებში და სწავლას STEM მეცნიერებების მიმართულებით აგრძელებენ, სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა შვილებს, რომლებმაც მიმდინარე წელს წარმატებით ჩააბარეს უნივერსიტეტებში და სწავლას STEM მეცნიერებების მიმართულებით აგრძელებენ, სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული არჩევანის მხარდაჭერასა და მათი აკადემიური მოტივაციის გაძლიერებას.
STEM მეცნიერებები, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა, იმ მიმართულებებს წარმოადგენს, რომლებიც კომპანიის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან პირდაპირ არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების მხარდაჭერა ამ სფეროში კომპანიისთვის ერთჯერად წახალისებაზე მეტი მნიშვნელობის მატარებელია.

გაზიარება: