ჭიათურის მუნიციპალიტეტს თავისი რელიეფით, ბუნებრივი წიაღისეულით, ტურისტული და კულტურული თავისებურებებით, შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში, შეუძლია შექმნას შესაძლებლობა, რომლითაც ქალაქი შეიძენს დამატებით მნიშვნელობას. დაიწყება ეკონომიკური ზრდა და გაჩნდება დასაქმების ადგილები.ჭიათურის, როგორც ტურისტული ბრენდის განვითარებისა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესებისათვის შევქმენით იმერეთი ტური, რომელიც ადგილობრივ კერძო სექტორთან ეფქტურად თანამშრომლობს. Მიზანი: იმერეთი ტურის მიზანი ჭიათურის უნიკალური ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდა და საერთაშორისო ასპარეზზე ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციაა. ბუნების სილამაზე და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლე კი ამ მიზნის განხორციელების განმაპირობებელი ფაქტორია. ქალაქში გაყვანილ საჰაერო გზებს, საოცარ კარსტული მღვიმეებს, ხეობებს, უძველეს ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეებს უამრავ მნახველს მოზიდვა შეუძლია.
იმერეთი ტური საერთაშორისო ტურისტული ფესტივალის, Adventure-ს ორგანიზატორია, რომელიც ექსტრემალური ტურიზმით დაინტერესებულ ადგილობრივ და უცხოელ ადამიანებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს.Საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი მოიავს ექსტრემალური ტურიზმის ისეთ სახეობებს როგორებიცაა ვია-ფერატა, მეკლდეურობა, სპელეოტურიზმი, ნაოსნობა, თევზაობა, ველოგარბენი და სხვა.
სპელეოტურიზმი: ჭიათურა ბუნებრივი ეგზოტიკით გამოირჩევა, რასაც რაიონში კარსტული მღვიმეებისა და გამოქვებულების სიმრავლეც მოწმობს. ამ ეგზოტიკის უკეთ გასაცნობად ფესტივალის მონაწილეები მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტულ ობიექტებამდე სპეციალურად განსაზღვრულ მარშუტებს გადიან. ლაშქრობები იმართება ძუძუანას მღვიმის, ორთვალა კლდისა და ჯრუჭულის მღვიმეების კომპლექსის მიმართულებით. Ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილმა 34 000 წლით დათარიღებულმა ძაფის ნაშთებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა პირველყოფილი ადამიანების შესახებ. ხოლო ჯრუჭულის მღვიმეში ჯერ კიდევ 1960 წელს აღმოჩნდა ამიერკავკასიაში პირველი და დღეისთვისაც ერთ-ერთი უძველესი ნეანდერტალელის ნაშთი.
ვია ფერატა სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული აქტივობაა მსოფლიოში, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი სვერის ვია ფერატა, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის მხარდაჭერით მოეწყო, არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის მასშტაბით პირველია. კლდეზე ფოლადის ბაგირითა და რკინის საფეხურებით გაყვანილი ექსტრემალური ბილიკი საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დანიშულების ადგილია.