ჩვენი მიზანია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ხელი შევუწყოთ რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას.
ბიზნესის წარმატება ემყარება იმ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის საერთო ღირებულებებს, სტრატეგიასა და ხედვას იზიარებენ. შრომისმოყვარე, თავდადებული და მცოდნე პროფესიონალები დგანან იმ პროექტებისა და ინიციატივების მიღმა, რომელთა მეშვეობითაც საქართველო აქ წარმოებული საექსპორტო პროდუქციით მოინიშნა მსოფლიო რუკაზე.
ჩვენი სურვილია საქართველოს მძიმე მრეწველობის პროდუქტიულობის გაზრდა, ბუნებრივი რესურსის მდგრადი გამოყენება, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ ინდუსტრიაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.
ყოველდღე ვმუშაობთ იმისათვის, რათა მდგრადი განვითარების მაღალი სტანდარტებისა და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებით შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო და შევამციროთ გარემოზე ზემოქმედება.