About Us
“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს. კომპანიის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, სადაც მანგანუმის მადნის მოპოვება მიმდინარეობს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტს - ფერომანგანუმს აწარმოებს და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც მიმდინარეობს პროდუქციის მოპოვება-წარმოების პროცესი. “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველობაში შედის ასევე კლინიკა ფერომედი”, რომელიც კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და მიმდებარე რაიონებიდან შემოსულ პაციენტებს ემსახურება. “ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი დამსაქმებელი და ექსპორტიორი კომპანიაა.