შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია. მის მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე ისეთი ქვეყნები ყიდულობენ, როგორიცაა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, რუსეთი და ა. შ. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია. |