„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. ნიმუშები მარდალეიშვილის კვლევით ცენტრში გადაიგზავნა, რომლის პასუხებიც 24 საათში გახდება ცნობილი.
კომპანია ქვეყანაში არსებული „კორონა ვირუსის“ ფონზე, თანამშრომლების სკრინინგს ყოველდღიურად ახორციელებს, PCR ტესტირებას კი ყოველ ორ კვირაში ერთხელ.
"საქართველოში COVID-19-ის დაფიქსირების დღიდან, “ჯორჯიან მანგანეზი" პანდემიისა და კარანტინის მიუხედავად, მუშაობას აქტიურად განაგრძობდა და დღემდე კომპანიაში სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა. დღესდღეობით, მიმდინარეობს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე ტესტების ჩატარება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „Geoortho-ს“, რომელიც ტესტირების პროცესში გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პრევენციული ღონისძიებების უწყვეტ რეჟიმში ჩატარების დამსახურებაა, რომ ჩვენს საწარმოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა“,- აღნიშნა "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. კომპანია მკაცრად იცავს საქართველოს მთავრობის განკარგულებებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.