„ჯორჯიან მანგანეზმა“ სექტემბრის თვის წარმატებული ფეროელები გამოავლინა, რომელთა გამოსახულებით ზესტაფონში ბილბორდები განთავსდება.
კომპანიის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის ფარგლებში, თვის სპეციალისტებად, გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის და გამორჩეული დისციპლინისთვის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის #4 საამქროს მეორე ბრიგადის 4 მდნობელი: გოჩა ალანია, ვარლამ ფერაძე, ლევან მექვაბიძე და გოჩა გეწაძე დასახელდა.
„რა თქმა უნდა სასიხარულოა, როდესაც შრომა გიფასდება და საწარმოს ხელმძღვანელობა თვის წარმატებულ ბრიგადად ასახელებს ადამიანების გუნდს, რომლის წევრი შენც ხარ. ეს სიხარული გიორმაგდება, როდესაც შენი მშობლიური ქალაქის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილზე, განათავსებენ უზარმაზარ ბილბორდს შენი ბრიგადის წევრების გამოსახულებით და ამით თანაქალაქელებიც გაგიცნობენ როგორც მშრომელ, თავდაუზოგავ და მოტივირებულ სპეციალისტს. ვფიქრობ, რომ ასეთი აღიარება ბევრისთვის მისაბაძი გახდება“,- აღნიშნა გოჩა ალანიამ.