მთავარიმედიასიახლეებისექტემბრის თვის წარმატებული თანამშრომლები ჭიათურაში

სექტემბრის თვის წარმატებული თანამშრომლები ჭიათურაში

მიმდინარე თვეში "ჯორჯიან მანგანეზის" წარმატებული თანამშრომლები ჭიათურის ორი მაღაროდან - შუქრუთისა და დარკვეთის ობიექტებიდან შეირჩნენ.

ბერიკა დარბაიძე, ლევან კობერიძე, მიხეილ წიქარიშვილი და ზაზა ცერცვაძე შუქრუთელი გვირაბგამყვანები არიან, ხოლო დარკევთის მაღაროს წარმატებული თანამშრომლები ამჯერად გრიგოლ გუდაძე, შოთა კაპანაძე, შოთა კურტანიძე, გელა მიქაუტაძე და დათო მოდებაძე აღმოჩნდნენ.

"ჯორჯიან მანგანეზი" თითოეულ მათგანს მადლობას უხდის საწარმოო პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მალე ამ ადამიანების გამოსახულებით ბილბორდი ქალაქის ტერიტორიაზეც გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა კომპანიამ ამ საინტერესო და მნიშვნელოვან ტრადიციას საფუძველი ცოტა ხნის წინ ჩაუყარა, რაც ვფიქრობთ, რომ თითოეული დასაქმებულისთვის მოტივაციის მიმცემია, "ჯორჯიან მანგანეზს" კი შესაძლებლობა ეძლება თავდაუზოგავი შრომისთვის საკუთარი თანამშრომლების მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ, ამ ფორმითაც გამოხატოს.

 

 

Go to top