მთავარიმედიასიახლეებისაპატიო სამთოელები

საპატიო სამთოელები

ლევან გამყრელიძე: მაღაროელთა დღე ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენთვის, სამთოელებისთვის - მთელი ქალაქი ხარობს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუციის გამო, შარშანდელთან შედარებით, წელს ეს ღონისძიება მასშტაბურად არ აღინიშნება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას ვეტერანების დაფასებისთვის. კომპანიაში დასაქმებულებს კი შრომაში წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მიყვარს ჩვენი ქალაქი, ჩვენი კომპანია... მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, 1960-იანი წლებიდან, ჩემი განვლილი წლები ყოველთვის ჭიათურ-მანგანუმთან იყო და არის დაკავშირებული.

ვალერი ხვედელიძე: სამთო წარმოებაში 48 წელი გავატარე, აქედან 32 წლის განმავლობაში ჭიათურის სამთო- გამამდიდრებელი კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი გახლდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ მაღაროელთა დღის დაწესებისთვისა და აღნიშვნისთვის. კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ვულოცავ ამ დღეს, ვუსურვებ უსაფრთხო შრომას - ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეშრომოთ.

ბიძინა კუპატაძე: კომპანიაში მუშაობის 22-წლიანი სტაჟი მაქვს. დიდ მადლობას მოგახსენებთ ვეტერანების დაფასებისთვის - ეს ორმაგად სასიხარულოა, როცა კომპანიაში აღარ მუშაობ, თუმცა პროფესიულ დღეს საპატიო სტუმრის სტატუსით გეპატიჟებიან და შენს განვლილ წლებს სათანადოდ აფასებენ. დიდი მადლობა „ჯორჯიან მანგანეზს“. ყველა სამთოელს ვულოცავ მაღაროელის დღეს, წარმატებებს ვუსურვებ, როგორც სამსახურეობრივ, ისე ყოველდღიურ საქმიანობაში.

გიორგი ჭიღლაძე: კომპანიაში გვირაბგამყანის პოზიციაზე 33 წლის განმავლობაში ვიმუშავე. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო დიდი მადლობა, ვინც ვეტერან სამთოელებს და ზოგადად მაღაროელის პროფესიას აფასებს. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულ ყველა ადამიანს ვულოცავ მაღაროელის დღეს, წარმატებებს გისურვებთ და რაც მთავარია უმარცხოდ შრომას - პატიოსნად გემუშაოთ თქვენი ოჯახისთვის, კომპანიისთვის და ქვეყნისთვის.

ავთანდილ კვერნაძე: ახლა რომ გითხრათ ბედნიერი ვარ-თქო?! დიახ, ვარ ბედნიერი და არ მინდა რომ ვინმემ გაიცინოს... ასეთი დღეები უნდა არსებობდეს, ეს სტიმულია კომპანიაში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის, ვფიქრობ, წახალისება მნიშვნელოვანი მოტივატორია. მუშაობის 53 წლის სტაჟი მაქვს... ყველა მაღაროელს ვულოცავ მაღაროელის დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელ შრომას, მშვიდობით შესულიყვნენ მაღაროზე და მშვიდობით გამოსულიყვნენ

Go to top