მთავარიმედიასიახლეებიდეკემბრის თვის წარმატებული სპეციალისტები ჭიათურაში

დეკემბრის თვის წარმატებული სპეციალისტები ჭიათურაში

„ჯორჯიან მანგანეზმა“ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ჭიათურასა და ზესტაფონში, თვის წარმატებული სპეციალისტები გამოავლინა. ტრადიციის მიხედვით, 

იმ ქალაქებში, სადაც კომპანია ოპერირებს, წარმატებული თანამშრომლების გამოსახულებით ბილბორდები განთავსდება.

დეკემბრის თვის წარმატებული ბრიგადის სტატუსი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის #4 საამქროს, მეოთხე ბრიგადის მდნობელებს ერგოთ: 

გოჩა ფერაძე, ფირან საცერაძე, ზურაბ სხილაძე და ბადურ ნებიერიძე.

რაც შეეხება ჭიათურას, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატიდან შეირჩნენ შემდეგი წარმატებული თანამშრომლები: გაიოზ ტყემელაძე, ქეთევან ასანიძე, ირაკლი გურჯიძე, ნინო ღუღუნიშვილი და კახა შეყილაძე.

"ჯორჯიან მანგანეზი" მათ საწარმოო პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ინდივიდუალურ სამკერდე ნიშნებსა და ფულადი პრემიას გადასცემს.

 

 

Go to top