მაღაროელის დღესთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზის” მმართველმა გუნდმა ჭიათურაში მაღაროელები დააჯილდოვა და პროფესიული დღე მიულოცა. 30-ზე მეტ მაღაროელს, კომპანიის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

მაღაროელები, რომლებიც ჭიათურაში, მადნის მოპოვებისა და გადამუშავების სამუშაოებს აწარმოებენ, არიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თავისი ცოდნით და მრავალწლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფენ მაღაროების გამართულ მუშაობას.

მაღაროელის მისია საპატიო და განსაკუთრებულია, რადგან მათ მრეწველობის, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

იყო მაღაროელი - მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, ცოდნას და გამოცდილებას.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მაღაროელების დამსახურებით, ერთი წუთითაც არ შეფერხებულა კომპანიის საქმიანობა.

მადლობა მაღაროელებს ეფექტიანი საქმიანობისთვის

მაღაროელთა პროფესიული დღე "ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით 2019 წლიდან აღინიშნება.

 

"ჯორჯიან მანგანეზმა" ზიანის შესაფასებლად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა.

გადაწყვეტილება მან შეთანხმების დროულად მიღწევის მიზნით მიიღო. კომპანიის მოთხოვნით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, სამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი:

1. შეაფასოს მიყენებული ზარალი.

2. შეაფასოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორე .

3. შეაფასოს ქონების საბაზრო ღირებულება.

როგორც კი, კომპანია დასკვნას მიიღებს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროებს.

 

“ჯორჯიან მანგანეზსა„ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება.
1. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში.
2. ან მათივე მოთხოვნის მიხედვით , ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის„ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები.

„ჯორჯიან მანგანეზის„ ინიციატივით, ქალაქ ჭიათურაში, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

სამუშაოებს „ჭიათურა სერვისი , „GM„-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ქალაქის მასშტაბით გასუფთავდა და შეიღება ბორდიურები.

საგზაო ბორდიურები მოწესრიგდა ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილის მონაკვეთზე.

შეიღება ნოფის ქარხნის, საწყობი მოედნის კედელი.

განახლდა ქალაქ ჭიათურის გზის დასაწყისის და დასასრულის აღმნიშვნელი ნიშნები.

ჯრუჭულის ხიდთან აღდგა მგზავრთა მოსაცდელი, მოწესრიგდა მთავარი კედელი.

 

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქალაქ ჭიათურაში, კერძოდ, საფარის დასახლებაში, სოფელ შუქრუთის მე-2 საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო კალათბურთის მოედანი.

ასევე, მოედნის ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების სისტემა, რომელიც ეკოლოგიური ნათურებით განათდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს.

 

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მოქმდებს სოციალური პასუხისიმგებლობის ფარგლებში და ქალაქის მასშტბით „ჭიათურა სერვისთან„ ერთად შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.

ნოფის ქარხნის საწყობი მოედნის ტერასა გამწვანდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 420 ძირი ჟასმინი დაირგო, ამასთან მოეწყო სარწყავი სისტემა.

ქალაქ ჭიათურაში, საავტომობილო გზის მიმდებარედ, ხე-მცენარეები მერქნის კირის დამცავი ფენით დამუშავდა.

 

გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.

დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები. კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი'' 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას.

ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს:

-მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას.

-ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით.

-ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში შეადგენს 3 250 ლარს.

ასევე, მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას.

ამ პირობებით, შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან , დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა პირველი მაისიდან.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში კომპანია მოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის და დასაქმებულთა წინაშე. სურს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არ შეჩერდეს საწარმოო პროცესი. რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს შეთავაზება დღევანდელ პირობებში, კომპანიის მხრიდან იყო მაქსიმუმი.

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და პროფკავშირების ინტენსიური მუშაობა, დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, შედეგიანად დასრულდა.
როგორც დღეს უკვე აღინიშნა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში ანაზღაურების შესაძლო მატებაზე მუშაობა ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობდა.
 
ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული წინადადება საამქროს ხელმძღვანელების მიერ საამქროს ყველა დასაქმებულებს დღეს ეცნობათ. მატების შეთავაზებამ ერთმნიშვნელოვანი მოწონება დაიმსახურა.
შესაბამისად, შემდგარი შეთანხმების მიხედვით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მოსამსახურეების ანაზღაურება მაისიდან 250 (დარიცხული) ლარით გაიზრდება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარკვეთისკენ მიმავალი გზა დასუფთავდა და მძინე ტექნიკის მეშვეობით მოირეცხა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა, ერთკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სოფლისკენ მიმავალი გზა ნაგვისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა.
აღნიშნული გზა და მის გვერდით არსებული ტროტუარები, წლების განმავლობაში დაბინძურებული იყო და ეკოლოგიური ფაქტორის გარდა, გადაადგილების დროს, მოსახლეობას პრომლემებს უქმნიდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებისთვის სოფლებში შუქრუთსა და ითხვისში, ასევე, ქალაქ ჭიათურაში მდებარე ტრესტის შენობასთან, ატეკის ტერიტორიაზე და ე.წ. სახელოსნოსთან სასურსათო მაღაზიები გაიხსნა. სადაც GM-ში დასაქმებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული ფასებით ისარგებლებენ. პროდუქტებს  ჭიათურაში არსებული სხვა დანარჩენი მაღაზიების შესაბამისი ღირებულება ექნებათ, თუმცა ჯორჯიან მანგანეზის სახელფასო ბარათის გატარების შემთხვევაში მომხმარებელი ფასდაკლებებს მიიღებს.

აღნიშნული მაღაზიები 3 წელია აღარ ფუნქციონირებდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ თანამშრომლების მოთხოვნა გაითვალისწინა და სასურსათო მაღაზიებში ახალი ოპერატორი შევიდა. სურსათით მომარაგებას შპს „კოლხა“ უზრუნველყოფს. 

გვერდ: 1 - 2
Go to top