მთავარიმედიასიახლეები
მაღაროელის დღესთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზის” მმართველმა გუნდმა ჭიათურაში მაღაროელები დააჯილდოვა და პროფესიული დღე მიულოცა. 30-ზე მეტ მაღაროელს, კომპანიის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მაღაროელები, რომლებიც ჭიათურაში, მადნის მოპოვებისა და გადამუშავების სამუშაოებს აწარმოებენ, არიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თავისი ცოდნით და მრავალწლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფენ მაღაროების გამართულ მუშაობას.…
"ჯორჯიან მანგანეზმა" ზიანის შესაფასებლად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. გადაწყვეტილება მან შეთანხმების დროულად მიღწევის მიზნით მიიღო. კომპანიის მოთხოვნით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, სამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: 1. შეაფასოს მიყენებული ზარალი. 2. შეაფასოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორე . 3. შეაფასოს ქონების საბაზრო ღირებულება. როგორც კი, კომპანია დასკვნას მიიღებს,…
“ჯორჯიან მანგანეზსა„ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება. 1. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში. 2.…
„ჯორჯიან მანგანეზის„ ინიციატივით, ქალაქ ჭიათურაში, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. სამუშაოებს „ჭიათურა სერვისი , „GM„-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ქალაქის მასშტაბით გასუფთავდა და შეიღება ბორდიურები. საგზაო ბორდიურები მოწესრიგდა ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილის მონაკვეთზე. შეიღება ნოფის ქარხნის, საწყობი მოედნის კედელი. განახლდა ქალაქ ჭიათურის გზის დასაწყისის და დასასრულის აღმნიშვნელი ნიშნები. ჯრუჭულის ხიდთან აღდგა მგზავრთა მოსაცდელი, მოწესრიგდა მთავარი კედელი.
გვერდ: 1 - 29
Go to top