„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურაში მაღაროელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აქტივობები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების პირველი ნაწილი მაღაროელთა ბავშვებს დაეთმოთ. მოეწყო - ქიმიური შოუ, სახატავი და ფოტოკუთხე, ასევე - გასართობი პროგრამა, გათამაშებებითა და შეჯიბრებებით. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, 18 წარმატებული მაღაროელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.