მთავარიმედიასიახლეები
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობა შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და, ძირითადად, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ყველა ის საქმიანობა განახორციელოს, რაც ჭიათურის კეთილდღეობას ხელს…
„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში 6000-მდე სამუშაო ადგილს ქმნის და მისი პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში 6%-ს შეადგენს. მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, კომპანიას მუშაობა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ შეუჩერებია. როგორი იყო გასული წელი კომპანიისთვის, რა შეიცვალა ბოლო წლებში იმერეთის რეგიონში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ოპერირებს, ეკოლოგიური თვალსაზრისით,…
კოვიდპანდემიამ, შესაბამისად დაწესებულმა შეზღუდვებმა და რეგულაციებმა პრობლემები „ჯორჯიან მანგანეზსაც“ შეუქმნა. როგორც კომპანიის სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, სეროზული პრობლემები და სირთულეები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პანდემიის გამო „ჯორჯიან მანგანეზის პროდუქციაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე, დაახლოებით 25%-ით შემცირდა. როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ეს ფაქტი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო პროცესის თითქმის განახევრების მიზეზი გახდა.…
ამბობს, რომ ადამიანურ რესურსზე დგას ყველაფერი: ყველაზე დიდი და ამბიციური გეგმები; ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები. უპირობოდ აღიარებს ადამიანურ ძალას და ამიტომ მისი პროფესიული არჩევანიც აბსოლუტურად ზუსტი და ლოგიკური გეჩვენება. ასე იშვიათად ხდება ხოლმე. მარიამ ქუთათელაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორია. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტში მას მართვის საკუთარი ხელწერა აქვს, რომელიც, უპირველეს…
გვერდ: 5 - 29
Go to top