მთავარიმედიასიახლეები
ლევან გამყრელიძე: მაღაროელთა დღე ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენთვის, სამთოელებისთვის - მთელი ქალაქი ხარობს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუციის გამო, შარშანდელთან შედარებით, წელს ეს ღონისძიება მასშტაბურად არ აღინიშნება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას ვეტერანების დაფასებისთვის. კომპანიაში დასაქმებულებს კი შრომაში წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მიყვარს ჩვენი ქალაქი, ჩვენი კომპანია... მთელი ჩემი ცხოვრების…
„ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 25 მოქმედ თანამშრომელს და 5 ვეტერან სამთოელს „საპატიო სამთოელის“ წოდება მიანიჭა. "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო სამთოელებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და საწარმოო პროცესში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, კომპანიისგან დაწესებული სამახსოვრო ჯილდოები, ასევე, ფულადი პრემიები გადასცეს. შარშანდელი წლისგან განსხვავებით, …
მიმდინარე თვეში "ჯორჯიან მანგანეზის" წარმატებული თანამშრომლები ჭიათურის ორი მაღაროდან - შუქრუთისა და დარკვეთის ობიექტებიდან შეირჩნენ. ბერიკა დარბაიძე, ლევან კობერიძე, მიხეილ წიქარიშვილი და ზაზა ცერცვაძე შუქრუთელი გვირაბგამყვანები არიან, ხოლო დარკევთის მაღაროს წარმატებული თანამშრომლები ამჯერად გრიგოლ გუდაძე, შოთა კაპანაძე, შოთა კურტანიძე, გელა მიქაუტაძე და დათო მოდებაძე აღმოჩნდნენ. "ჯორჯიან მანგანეზი" თითოეულ მათგანს მადლობას…
„ჯორჯიან მანგანეზმა“ სექტემბრის თვის წარმატებული ფეროელები გამოავლინა, რომელთა გამოსახულებით ზესტაფონში ბილბორდები განთავსდება. კომპანიის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის ფარგლებში, თვის სპეციალისტებად, გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის და გამორჩეული დისციპლინისთვის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის #4 საამქროს მეორე ბრიგადის 4 მდნობელი: გოჩა ალანია, ვარლამ ფერაძე, ლევან მექვაბიძე და გოჩა გეწაძე დასახელდა. „რა თქმა უნდა სასიხარულოა, როდესაც შრომა …
გვერდ: 7 - 29
Go to top