მთავარიმედიასიახლეები
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის (ცდფ) მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყო. ტერიტორია შემოიღობა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და გარეგანათება, ასევე, მოეწყო საგულშემატკივრო სივრცე. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ჭიათურელი ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. გაზაფხულზე, მოსახლეობასთან ერთ-ერთი…
„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. აღნიშნული ინფორმაცია ჭიათურის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, კომპანიის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მან პედაგოგებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლების დღის წესრიგში დგას და მოზარდებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. საუბარი ასევე შეეხო,…
„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. აღნიშნული ინფორმაცია ზესტაფონის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააჟღერა. მან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე, „ეკოლოგიკა 2019“ შეაჯამეს და…
„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, საზაფხულო ბანაკმა „გაიცანი ჭიათურა” სტარტი აიღო. პროექტი შემეცნებითია. იდეის ავტორი ადგილობრივი ახალგაზრდა მარიამ დოღაძეა.ბანაკი ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდა ლიდერებს აერთიანებს. პროექტში 25 მოზარდი მონაწილეობს, მათ შორის ჭიათურიდან, ზესტაფონიდან და ვარციხედან. ახალგაზრდები ბანაკში 4 დღის განმავლობაში დარჩებიან. დღის წესრიგშია გაცნობითი და ინტელექტუალური თამაშები,…
გვერდ: 10 - 29
Go to top