მთავარიმედიასიახლეები
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქალაქ ჭიათურაში, კერძოდ, საფარის დასახლებაში, სოფელ შუქრუთის მე-2 საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო კალათბურთის მოედანი. ასევე, მოედნის ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების სისტემა, რომელიც ეკოლოგიური ნათურებით განათდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მოქმდებს სოციალური პასუხისიმგებლობის ფარგლებში და ქალაქის მასშტბით „ჭიათურა სერვისთან„ ერთად შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ნოფის ქარხნის საწყობი მოედნის ტერასა გამწვანდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 420 ძირი ჟასმინი დაირგო, ამასთან მოეწყო სარწყავი სისტემა. ქალაქ ჭიათურაში, საავტომობილო გზის მიმდებარედ, ხე-მცენარეები მერქნის კირის დამცავი ფენით დამუშავდა.
გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან. დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები. კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი'' 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას. ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს: -მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას. -ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას…
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და პროფკავშირების ინტენსიური მუშაობა, დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, შედეგიანად დასრულდა. როგორც დღეს უკვე აღინიშნა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში ანაზღაურების შესაძლო მატებაზე მუშაობა ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობდა. ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული წინადადება საამქროს ხელმძღვანელების მიერ საამქროს ყველა დასაქმებულებს დღეს ეცნობათ. მატების შეთავაზებამ ერთმნიშვნელოვანი მოწონება…
გვერდ: 2 - 29
Go to top