მთავარიმედიასიახლეები
„ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალი პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. პროექტი საპილოტეა და თავდაპირველად, ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე განხორციელდა. ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი კი შრება…
„ჯორჯიან მანგანეზმა“ თვის წარმატებული მაღაროელები და ფეროელები გამოავლინა, რომელთა გამოსახულებით ჭიათურასა და ზესტაფონში ბილბორდები განთავსდა. კომპანიის მიერ დაფუძნებული, ახალი ტრადიციის ფარგლებში, თვის სპეციალისტებად, გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის, მღვიმევის მაღაროს 5 გვირაბგამყვანი დასახელდა - ბექა გაფრინდაშვილი, ვლადიმერ დოღაძე, პლატონ მაჭარაშვილი, სულხან გურული და კახა გაფრინდაშვილი. რაც შეეხება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, თვის საუკეთესო…
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის მონაწილეობით, დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ფილმის გადაღებას, რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, “ჯი ემ სტუდიო“ უზრუნველყოფს. ფილმის მიზანია, სამთო მეტალურგიული პროფესიების უფრო მეტად პოპულარიზაცია. „მიმდინარე წლის ოქტომბერში, კინოფესტივალი „ერთი დღე“ გაიმართება. ფესტივალის შემოქმედებითი ჯგუფი, იმ კომპანიებით დაინტერესდა, სადაც სამთო მეტალურგიული პროფესიის მქონე კადრები არიან დასაქმებულნი. მოკლემტრაჟიანი დოკუმენტური…
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე 1324 თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა. ნიმუშები მარდალეიშვილის კვლევით ცენტრში გადაიგზავნა, რომლის პასუხებიც 24 საათში გახდება ცნობილი. “ჯორჯიან მანგანეზი“ პანდემიის პირობეში, კარანტინის მიუხედავად, მუშაობას აქტიურად განაგრძობდა და სამუშაო პროცესი არც ერთ ეტაპზე შეუწყვეტია, რადგან ჩვენი საწარმოს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით…
გვერდ: 11 - 29
Go to top