მთავარიმედიასიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარკვეთისკენ მიმავალი გზა დასუფთავდა და მძინე ტექნიკის მეშვეობით მოირეცხა. „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა, ერთკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სოფლისკენ მიმავალი გზა ნაგვისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა. აღნიშნული გზა და მის გვერდით არსებული ტროტუარები, წლების განმავლობაში დაბინძურებული იყო და ეკოლოგიური ფაქტორის გარდა, გადაადგილების დროს, მოსახლეობას პრომლემებს უქმნიდა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებისთვის სოფლებში შუქრუთსა და ითხვისში, ასევე, ქალაქ ჭიათურაში მდებარე ტრესტის შენობასთან, ატეკის ტერიტორიაზე და ე.წ. სახელოსნოსთან სასურსათო მაღაზიები გაიხსნა. სადაც GM-ში დასაქმებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული ფასებით ისარგებლებენ. პროდუქტებს ჭიათურაში არსებული სხვა დანარჩენი მაღაზიების შესაბამისი ღირებულება ექნებათ, თუმცა ჯორჯიან მანგანეზის სახელფასო ბარათის გატარების შემთხვევაში მომხმარებელი ფასდაკლებებს მიიღებს. აღნიშნული მაღაზიები…
"ჯორჯიან მანგანეზმა", ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ქალაქში არსებული სანიაღვრე არხების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა დაიწყო. რამდენიმე დღეა კომპანიის დასუფთავების სამსახური, მერიის თანამშრომლებთან ერთად, არხების გაწმენდას ინტენსიურად ახორციელებს, როგორც ტექნიკით, ისე ცოცხალი მუშა-ხელის დახმარებით. სრულად გაიწმინდა მონასტერის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არხები. მათ შორის, მერიის დახმარებით, რამდენიმე წერტილზე მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა, რომელიც…
გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს „ჯორჯიან მანგანეზმა“, კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველის დანიშვნის შემდეგ, თავისი საქმიანობით ჭიათურას გამოუსწორებელი გარემოსდაცვითი ზიანი მიაყენა და მადნის მოპოვებით სამუშაოებს დღესაც ნორმების დაცვის უგულველყოფით ახორციელებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი მასალა არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში…
გვერდ: 3 - 29
Go to top