ტრადიციულად, ჯორჯიან მანგანეზში 2024 წლის გაზაფხულის სეზონის შიდასაფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა.
ჭიათურასა და ზესტაფონში ჩემპიონატი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ჭიათურის ჩემპიონობა “ვაკე-ტყეს” ხვდა წილად, ხოლო ზესტაფონში თასი “ვარციხემ” აღმართა.
გამარჯვებული გუნდები კომპანიის წარმომადგენლებმა ტურნირის თასით და მედლებით დააჯილდოეს.
GM ფეხბირთის ლიგა 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მასში ჩვიდმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
პროექტის მიზანი თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წასახალისება, შიდაკოპორაციული კულტურის ამაღლება და რეგიონში სპორტის განვითარების ხელშეწყობაა.