...

GM აკადემია

მიზანი

GM Academy-ს მიზანია, გადაამზადოს და კვალიფიკაცია აუმაღლოს კომპანიის თანამშრომლებს და შექმნას ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსი. ასევე გააუმჯობესოს ადმინისტრაციული და შუა რგოლის მენეჯერების პროფესიული და ტექნოლოგიური უნარები.GM აკადემია უზრუნველყოფს პრაქტიკაზე დაყრდნობით სწავლებასა და უწყვეტ განათლებას თანამშრომლებისთვის, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ პირობებში ასრულებენ საკუთარ მოვალეობას.

პროფესიული გადამზადების გეგმა

იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ეფექტიანად გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები, მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, შევიმუშავეთ ზედმიწევნით ჩამოყალიბებული პროფესიული გადამზადების გეგმა, რომელიც შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანი გარემოდან გამომდინარე, პერიოდულად იხვეწება.გეგმის მიხედვით, GM აკადემიის ბაზაზე შეიქმნა სამთო-მოპოვებითი საქმიანობის 6 ძირითადი საწარმოო დარგის პროფესიული მიმართულება. თითოეული მიმართულებით ვახორციელებთ მოკლევადიან, 3-თვიან კურსებს.

დარგობრივი მიმართულებები

აკადემიაში მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება შემდეგი ვიწროსპეციალობებით: გვირაბგამყვანი, ამფეთქებელი, ელმავლის მემანქანე, ქვესადგურის მორიგე, ვენტილატორის მემანქანე, სკრეპერის მემანქანე, ამწე მექანიზმების მემანქანე.
თანამშრომელთა გადამზადება ყველა მიმართულებით მაღალი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, რისთვისაც შემუშავებულია დარგობრივი პროგრამების სილაბუსები.