“ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით, გიორგი ერისთავის “უჩინმაჩინის ქუდი”, ჭიათურასა და ზესტაფონს ესტუმრა.
თეატრალურ დადგმას ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.
დასს თან ახლდნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე და სპექტაკლის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი.
სპექტაკლმა ორივე ქალაქში ანშლაგით ჩაიარა.
“ჯორჯიან მანგანეზი” მხარს უჭერს საქართველოში კულტურის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ცხოვრების განვითარებას.


