მეტალურგის დღე 2025

30 ოქტომბერს, ტრადიციულად, კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე აღნიშნა

30 ოქტომბერს, ტრადიციულად, კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე აღნიშნა. პროფესიული დღესასწაული წელს განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა, რადგან საწარმოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე განხორციელდა, რომლებიც წარმოების განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდას უკავშირდება.
დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა 28-ე ღუმელის ამოქმედება იყო. აღნიშნული აგრეგატი უკვე მეოთხეა, რომლის მშენებლობაც სრულად ქარხნის გუნდის ძალისხმევით განხორციელდა. ახალი ღუმელი დღე-ღამეში 75 ტონამდე პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა და საწარმოს წარმოებით პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს.
ამავე დღეს ამოქმედდა უდანაკარგო წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია -ჰიპერპრესი, რომელიც ქართულ მეტალურგიაში ახალი ეტაპის დასაწყისად განიხილება. ტექნოლოგია უზრუნველყოფს წვრილფრაქციული, დისპერსიული და მეორადი ნედლეულის დანაჭროვნებასა და დაბრიკეტებას, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას და ქარხნის ტექნიკურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას.
მეტალურგის დღის ფარგლებში ტრადიციულად დაჯილდოვდნენ გამორჩეული მეტალურგები – პროფესიონალები, რომელთა შრომა, გამოცდილება და ერთგულება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის უწყვეტი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეტალურგების როლის მნიშვნელობას საწარმოს წარმატებასა და ინდუსტრიის პროგრესში.

გაზიარება: