...

ზესტაფონში დასუფთავების კამპანია დაიწყო

“ჯორჯიან მანგანეზმა” ზესტაფონში დასუფთავების კამპანია დაიწყო. კომპანიის დასუფთავების სამსახურის მიერ, მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ზესტაფონის ცენტრალური უბნების მოგვა-მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

“ჯორჯიან მანგანეზის“ 15-კაციანი ბრიგადა სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე მუშაობდა მათ შორის: აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის და ჭანტურიას ქუჩებზე.

ზესტაფონში ქუჩების დასასუფთავებლად კომპანიამ სპეციალურად გამოყო:ორი მომხვეტი, ორი მომრეცხი და ერთი ფორდის ტიპის ძარიანი ავტომობილი, რომელზეც კერხერის სარეცხი დანადგარია დამონტაჟებული.

ისევე როგორც ჭიათურაში, ზესტაფონში დასუფთავების აქციას პერმანენტული ხასიათი აქვს.

გაზიარება: