...

“ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, ჭიათურელმა მეწარმემ “აწარმოე საქართველოს” გრანტი მოიგო

რეგიონში მოქმედი მეწარმეების განვითარებისა და ახალი ბიზნესიდეების სამომავლო განვითარების მიზნით, სიროლის ინსტიტუტთან (Siroll Institute) თანამშრომლობით, ჭიათურაში, მეწარმეთა ფასილიტაციის პროგრამა მოქმედებს.

რეგიონში მოქმედი მეწარმეების განვითარებისა და ახალი ბიზნესიდეების სამომავლო განვითარების მიზნით, სიროლის ინსტიტუტთან (Siroll Institute) თანამშრომლობით, ჭიათურაში, მეწარმეთა ფასილიტაციის პროგრამა მოქმედებს.

Პროგრამის ფარგლებში, თემურ ერგემლიძემ, მეწარმემ, რომელსაც აქვს 45-წლიანი გამოცდილება კერამიკის წარმოებაში, ფასილიტაციის გუნდის მოწვევით მონაწილეობა მიიღო მრავალ ფესტივალში.

ამ პროცესით მას ინტერესი გაუჩნდა საგრანტო კონკურსშიც ეცადა ბედი, მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და “აწარმოე საქართველოს” გრანტიც მოიგო.

“ჯორჯიან მანგანეზის” გუნდი მას დაეხმარა საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში, ასევე საწარმოო ფართის მეპატრონესთან მოლაპარაკებაში, რათა იჯარის ხელშეკრულება გაეგრძელებინა.

სიროლის ინსტიტუტი 1985 წელს დაარსდა, რომელიც არის სოციალური საწარმო და ასწავლის საჯარო უწყებებს და საზოგადოებრივ ლიდერებს, როგორ აღმოაჩინონ საზოგადოების სურვილები და განავითარონ ისინი მოქმედ და წარმატებულ ბიზნესებად, ადგილობრივი მოსახლეობის ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით.

სიროლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, “ჯორჯიან მანგანეზი” ხელს უწყობს საწარმოო ფასილიტატორის პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი ბიზნესის ტექნიკურ და ფინანსურ მხადაჭერას, რაც საბოლოოდ რეგიონში სოციალურ კეთილდღეობას და მდგრად ეკონომიკას განავითარებს.

გაზიარება: