ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის სპორტულ სკოლას ძიუდოს ტატამი გადასცა

სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სიმონ საყვარელიძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ სკოლას ძიუდოს ტატამი გადასცა.

სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სიმონ საყვარელიძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ სკოლას ძიუდოს ტატამი გადასცა. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო სპორტული გარემოს შექმნას, რაც მათი პროფესიული ზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა და ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად ერთვება ისეთ პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას, განათლებასა და სპორტულ წინსვლას ემსახურება.
ტატამის გადაცემის ღონისძიებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი დაესწრო, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომპანიას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა მუნიციპალიტეტში ძიუდოსა და ზოგადად სპორტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გაზიარება: