2025 წლის რეკულტივაციის შედეგები

2025 წლის შედეგებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში 200 ჰექტარამდე ტერიტორიაზე რეკულტივაციის სამუშაოები განხორციელდა

2025 წლის შედეგებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში 200 ჰექტარამდე ტერიტორიაზე რეკულტივაციის სამუშაოები განხორციელდა. აქედან 100 ჰექტარზე ტექნიკური, ხოლო 100 ჰექტარზე – ბიოლოგიური აღდგენის სამუშაოები. პროცესი კომპანიის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სამთო საქმიანობით დაზიანებული გარემოს ეტაპობრივ აღდგენას.
რეკულტივაციის პროცესი დაიწყო ღია კარიერული მოპოვების შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღრიცხვით და შესაბამისი პროექტის მომზადებით, რომელმაც განსაზღვრა გარემოსდაცვითი გადაწყვეტები. პროექტის მიხედვით, აღდგენას ექვემდებარება დეგრადირებული ნიადაგები, რომლებმაც ნაწილობრივ ან სრულად დაკარგეს პროდუქტიულობა.
სამუშაოები ორ ეტაპად – ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის გზით ხორციელდება, რის შედეგადაც ყალიბდება ეკოლოგიურად აღდგენილი ფართობები, რომლებიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს და ხელს უწყობს რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გაზიარება: