ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უდანაკარგო წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია ამოქმედდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ინოვაციური ტექნოლოგია ჰიპერპრესი აამუშავდა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ინოვაციური ტექნოლოგია ჰიპერპრესი აამუშავდა.

აღნიშნული დანადგარი უზრუნველყოფს წვრილფრაქციული, დისპერსიული და მეორადი ნედლეულის დანაჭროვნებასა და დაბრიკეტებას, რაც წარმოების სრულ ციკლს უდანაკარგოს ხდის.
წინასწარი გათვლებით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად, ქარხანა ყოველთვიურად წარმოებაში 500 ტონაზე მეტ მეორად ნედლეულს დააბრუნებს. ჰიპერპრესი ქართულ მეტალურგიაში ახალი სიტყვაა. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ეკოლოგიურ სტანდარტებს და აძლიერებს საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მდგრადობას.

გაზიარება: