...

ადამიანური რესურსები

ჯორჯიან მანგანეზისთვის, როგორც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლისთვის, მნიშვნელოვანია დასაქმებულებისთვის უსაფრთხო და ამავდროულად, მიმზიდველი სამუშაო გარემოს შექმნა, რაზეც კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის გუნდი ზრუნავს.
მივისწრაფვით, რათა თითოეული თანამშრომლისთვის შეიქმნას ჯანსაღი კორპორაციული კულტურა, კერძოდ, როგორც უსაფრთხო, ასევე მიმზიდველი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომელი დაფასებული და კმაყოფილია, აქვს პროფესიული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა.
კომპანია ამ მიზნის მისაღწევად თანამშრომლებს უამრავ სარგებელს სთავაზობს. არა მხოლოდ თანამშრომლებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულად დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით, ვთავაზობთ თანამშრომლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ საავანსო სისტემას და უამრავ სოციალურ ხელშეწყობას, როგორიც არის საწვავზე ფასდაკლება და სხვა. წახალისების მიზნით, ფინანსურად ვაჯილდოებთ ჩვენი თანამშრომლების წარმატებულ აბიტურიენტ შვილებს, რომლებიც ჩვენი სფეროსთვის საჭირო პროფესიებს სწავლობენ და ვაძლევთ მათ სამომავლოდ ჩვენს კომპანიაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას.

2023 წლის მარტის მონაცემებით კომპანიაში დასაქმებულია 5915 თანამშრომელი, რომლებიც იმერეთის რეგიონის დასაქმებულების 6%-ს შეადგენენ. ჯორჯიან მანგანეზშია დასაქმებული ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულების 39%, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 11%.

გენდერული ბალანსი

ადამიანური რესურსების მართვის გუნდი ხელს უწყობს და ინდუსტრიის მიუხედავად, ცდილობს გენდერული ბალანსის დაცვას. დღესდღეობით დასაქმებულების მხოლოდ 10%-ია ქალი, ჩვენ ვცდილობთ და ვაძლევთ ქალებს შესაძლებლობას, რომ დასაქმდნენ, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან, ასევე ხელმძღვანელ თანამდებობებზე. გვყავს ამწეს მემანქანე, ენერგეტიკოსი, დისპეტჩერი და ინჟინერი ქალბატონები, რომლებიც კომპანიაში ათწლეულებს ითვლიან. გარდა ამისა, კომპანიაში დასაქმებული ქალები პროფესიული გადამზადების კურსებს გადიან, ამ დრომდე კომპანიაში 30-მდე თანამშრომელი ქალი გადამზადდა.

პარტნიორობა

კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის გუნდის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ვთანამშრომლობთ ისეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორიც არის:
უნისონი – რაც შესაძლებლობას გვაძლევს თანამშრომლები უზრუნველვყოთ საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით და შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურებით.
სოკარი – ჩვენს თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საწვავზე სპეციალური ფასდაკლებით სოკარის ბენზინგასამართ სადგურებზე.
ვთანამშრომლობთ, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებთან:
ამ მიზნით, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში ჩაატარონ მოკვლევა და გაიარონ საწარმოო პრაქტიკა. ყველაზე მონდომებული სტუდენტები წელიწადში ერთხელ ჯორჯიან მანგანეზისგან წახალისების მიზნით სტიპენდიას მიიღებენ. გარდა სტიპენდიისა, მათ სტაჟირების და დასაქმების პროგრამებსაც ვთავაზობთ. ასევე, სტუდენტებისთვის გვაქვს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაც. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში უკვე გვყავს დასაქმებული ერთ-ერთი სტუდენტი ცვლის უფროსის თანამდებობაზე .
საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან მოწვეული სპეციალისტები უკვე იწყებენ ჩვენს კომპანიაში ელექტრიკოსის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებას საერთაშორისო სტანდარტებით.