ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარედ მასშტაბური გამწვანების აქცია მოაწყო.
ქარსაცავი ზოლის აღდგენის მიზნით, კომპანიის თანამშრომლების უშუალო ჩართულობით, ტერიტორიაზე 200 ძირი ნერგი დაირგო.
აღნიშნული ინიციატივა კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. მსგავსი პროექტებით ჯორჯიან მანგანეზი მიზნად ისახავს უსაფრთხო, მწვანე და პასუხისმგებლიანი საწარმოო გარემოს შექმნას, რაც მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ეკოსისტემის შენარჩუნების გარანტიაა.


